5-კრედიტიანი ტრენინგი უახლოეს პერიოდში დისტანციურად ჩატარდება - ეკატერინე დგებუაძე დეტალებზე
25-06-2020
პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის 1-5 კრედიტქულიანი ტრენინგები უახლოეს პერიოდში დაიწყება - აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.
„მოგეხსენებათ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ გადავედით ტრენინგების ჩატარების დისტანციურ სისტემაზე. უკვე მზად არის ყველა ის მოდული, რომელიც უნდა შევთავაზოთ მასწავლებლებს და ტრენინგები უახლოეს პერიოდში დაიწყება“, - განაცხადა დგებუაძემ.
ცნობისთვის, იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც დადასტურებული აქვთ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია და სტატუსის ასამაღლებლად დარჩენილი აქვთ 1-5 კრედიტ-ქულა, უფლება ექნებათ გაიარონ ტრენინგ-მოდული საგნობრივი ან/და პროფესიული უნარების მიმართულებით და დააგროვონ დარჩენილი 1-5 კრედიტქულა 19 კრედიტქულამდე შევსების მიზნით.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს