რუსთავის N17 საჯარო სკოლის ეკოკლუბი გარემოსდაცვითი კონკურსის პირველი ეტაპის ერთ-ერთი გამარჯვებულია
25-06-2020

„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020“ პირველი ეტაპის გამარჯვებული სკოლები გამოვლინდა. მათგან ერთ-ერთი ლევან გოთუას სახელობის რუსთავის N17 საჯარო სკოლაა.

დირექცია ულოცავს ეკოკლუბს - „სიცოცხლის ხე“ მიღწეულ წარმატებას.

„ერთი წელია ეს კონკურსი ხორციელდება, რომლის ორგანიზატორია CENN, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტთან ერთად, მთელი საქართველოს მაშტაბით, (ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინასური მხარდაჭერით.) სადაც ჩვენი ეკოკლუბელები, ონლაინ სისტემის საშუალებით აგზავნიდნენ ინფორმაციას საქმიანობების შესახებ.

მადლობა აქტიური ჩართულობისთვის პედაგოგებს და უმაგრეს ეკოკლუბელებს, რომლებმაც მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები განახორციელეს სკოლაში. კიდევ და კიდევ წარმატებებს გისურვებთ, მეამაყებით და მიყვარხართ მე თქვენ!!!“-წერია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203