განთიადის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეები სკოლის დირექციამ დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიურობისთვის დააჯილდოვა
25-06-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განთიადის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები სკოლის დირექციამ დისტანციურ სწავლებაში აქტიურობისა და სხვადასხვა ონლაინ კონკურსებში წარმატებული მონაწილეობისთვის, ასევე კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისა და პასუხისმგებლობისთვის სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

კლასის ხელმძღვანელი ნანა ფილიაა.

მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. ისინი ონლაინ სწალების პერიოდში აქტიურად ასრულებდნენ მასწავლებლების მიერ მიცემულ დავალებებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203