
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მე-9 კლასის მოსწავლეებმა: თეკლა კუჭავამ, ლიზი ჩიხლაძემ, მარი ტუკვაძემ, ნიკა კუდაკოვმა, ლუკა ჯიქიამ წარმოადგინეს ონლაინ პრეზენტაცია, ფილმი თემაზე - „გარემოს დაბინძურება“.
ქიმიის პედაგოგი ნინო ბენიძეა.
„ვიცით, რომ სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, ჩვენს ტერიტორიაზე ჰაერი ყოველთვის მთიდან ან ზღვიდან მონაბერი ჰაერივით სუფთა არ არის. ეს იმიტომ, რომ ჰაერი ბინძურდება არა მხოლოდ ადამიანების საქმიანობის, არამედ ბუნებრივი პროცესების შედეგადაც. ასევე ბინძურდება წყალი, მავნე არაორგანული და ორგანული ნივთიერებებით, როდესაც მასში ჩაედინება ქიმიური, ნავთობქიმიური, ქაღალდისა და სხვა სახის წარმოებაში გამოყენებული წყლები. წყალი ესაა ნივთიერება, რომლის გარეშეც სიცოცხლე შეუძლებელია. და რაც მთავარია, რა სასიკეთო როლი შეასრულა პანდემიამ, როგორ გასუფთავა გარემო“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო