
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ხატვის კონკურსი ჩატარდა. მოსწავლეები კონკურსში მონდომებით ჩაერთვნენ, შემდეგ კი კონკურსის ორგანიზატორებმა საუკეთესო ნახატების ავტორები დაასახელეს.
„გადადებული სწავლისა და მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ უყურადღებოდ არ დაგვეტოვებინა მოსწავლეები და ჩავატარეთ სახალისო კონკურსი ხატვაში. აღნიშნულში უამრავი მოსწავლე ჩაერთო და საბოლოოდ გამოვაცხადეთ გამარჯვებულებიც“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები