
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, 5 ივნისს „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020-ის“ პირველი ეტაპის შედეგები გამოცხადდა. იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ედელვაისი“ გამარჯვებულთა შორისაა და იგი გადავიდა ნახევარფინალში, რომელიც, სავარაუდოდ, სექტემბერში გაიმართება.
„როგორც ცნობილია, აღნიშნული კონკურსი ერთ-ერთი სერიოზული და მასშტაბური პროექტია: კონკურსის ორგანიზატორია CENN, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტთან ერთად. კონკურსი ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის პროექტის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინასური მხარდაჭერით. მისი პარტნიორები არიან სახელმწიფო, საზოგადოებრივი, სამეცნიერო და კერძო ორგანიზაციები ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს, ეკოკლუბის წევრებს: მარიტა გეწაძეს, ნანო ჯიბუტს, მარიამ კეპულაძეს, თეკლა თვარაძეს, სალომე ბერაიას, ნინი აბჟანდაძეს, თამარ ამაღლობელს, ლიზი ჩოგოვაძეს და მათ ხელმძღვანელს, ქალბატონ მარინე რუსაძეს!
წარმატებები ნახევარფინალში!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები