დღვანის საჯარო სკოლის მოსწავლე მარი ფუტკარაძე პროექტში - „გააზიარე ცოდნა“ მონაწილეობს
24-06-2020

შუახევის მუნიციპალიტეტის დღვანის საჯარო სკოლის მოსწავლე მარი ფუტკარაძე შუახევის მერიის ახალგაზრდული განყოფილების პროექტში -„გააზიარე ცოდნა“ მონაწილეობს.

13 წლის მარი მერვე კლასში გადავიდა. მას ძალიან უყვარს წიგნის კითხვა, მოსწონს, როდესაც წიგნის რომელიმე პერსონაჟს რომელიმე ისეთი თვისება ახასიათებს, როგორიც მას მაქვს. მისი საყვარელი წიგნებია „სხვა უდაბნოს საიდუმლო“ და „საოცრება“.

მარი ამბობს, რომ კითხვა ქართულის მასწავლებელმა შეაყვარა. მისი ოცნებაა, ჰქონდეს პატარა ბიბლიოთეკა და შეხვდეს ია კარგარეთელს.

მისი საყვარელი მწერალი ნოდარ დუმბაძეა. საყვარელი პოეტი - ანა კალანდაძე და გალაკტიონი. საყვარელი მხატვრები კი - ვინსენტ ვან გოგი და ნიკო ფიროსმანი.

მარის სურვილია, რომ მომავალში ჟურნალისტი გახდეს, რადგან მიაჩნია, რომ ეს პროფესია მას შეეფერება.

წარმოგიდგენთ მარის ვიდეოს, სადაც მოსწავლე აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობს.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203