
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის IV კლასი დამრიგებელმა ანა ჩხეტიამ ვირტუალურად გააცილა და თბილი პოსტი მიუძღვნა.
„დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენთვის, ჩემო პატარებო! დღეს თქვენ ამთავრებთ IV კლასს და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხართ.
მინდა გისურვოთ ბევრი ღიმილიანი და ნათელი დღეები, თქვენსავით მრავალფეროვანი და საინტერესო მომავალი. გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობების, გიყვარდეთ სამშობლო, თქვენი ქართველობა! გაუფრთხილდით მშობლიურ ენას, მასწავლებლებს, მშობლებს! იცხოვრეთ სუფთა გულითა და სიყვარულით! მე მჯერა, რომ თქვენ ძალიან ლამაზად აუშვებთ აფრებს თქვენი ცხოვრების გზაზე და შემართებით გაიკვალავთ გზას მწვერვალებისკენ!
მსოფლიო პანდემია რომ არა, ჩვენ ჟრიამულით ვიზეიმებდით ამ დღეს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ შევძელით გავმკლავებოდით ამ გამოწვევას და ერთობლივად მოვაწყეთ ვირტუალური გაცილება“,-წერს პედაგოგი.
იხილეთ ვიდეო