
აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლის XIა კლასის მოსწავლეებმა სკოლის შესახებ ვიდეორგოლი მოამზადეს. მოსწავლეებმა სკოლისადმი სიყვარული ვიდეოფილმად გადმოსცეს და სკოლის კედლებში გატარებული წლები გაიხსენეს.
„2010 წელს დაწყებული ჯადოსნური ისტორია, მსოფლიოში არსებული ვითარების მიუხედავად, დღესაც ძველებურად გრძელდება. ტკბილი მოგონებები, დაუვიწყარი მომენტები და უდიდესი გრძნობით აღსავსე დღეები, მეთერთმეტე პირველი კლასის მოსწავლეთა განუყოფელ ნაწილადაა ქცეული. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ყველაფერი დიდი ხნის წინ, აქ, საჩხერის N1 საჯარო სკოლაში დაიწყო...“-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო