
თბილისის N60 საჯარო სკოლის მასწავლებელი ქეთევან ნაოჭაშვილი IVეკლასს დისტანციურად გამოემშვიდობა. წელს, პანდემიის გამო სკოლებში სასწავლო წელი უჩვეულოდ დასრულდა. პირველკლასელებმა „ანბანის ზეიმი“ დისტანციურად გამართეს, მე-12 კლასელებიც ჩვეული ბოლო ზარის გარეშე გამოემშვიდობნენ სკოლას. მე-4 კლასელებსაც პირველმა მაწავლებლებმა ონლაინ რეჟიმში დაულოცეს მომავალი.
„კიდევ ერთი სასწავლო წელიც მიიწურა, რომელიც ყველასთვის დასამახსოვრებელი უცნაურობა იყო. გილოცავთ, ჩემო მეხუთეკლასელებო, სხვა დანარჩენთან ერთად ამ გამოწვევის წარმატებით დაძლევასაც“,-მიმართავს პედაგოგი მოსწავლეებს.
იხილეთ ვიდეო