
ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის VIIბ კლასში მოქალაქეობის გაკვეთილზე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ცხოვრების ჯანსაღ წესზე საუბარმა.
საგნის მასწავლებელი ნინო დათაშვილია, კლასის ხელმძღვანელი - მარინე ჭიშვილი.
„მოსწავლეებმა განიხილეს და გაანალიზეს თუ რა არის აუცილებელი ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად და რამდენად მნიშვნელოვანია ამის დაცვა ჩვენი ჯანმრთელობისთვის...მაგრამ ეს არ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. მათ საკუთარი მოსაზრების სხვისთვის გაზიარება გადაწყვიტეს და ამისთვის, როგორც სჩვევიათ ხოლმე - საინტერესოდ, გამორჩეულად, შემოქმედებითად მიუდგნენ საქმეს და ძალიან სახალისო და ინფორმაციული ვიდეორგოლი გადაიღეს ჩვენთვის.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მაღალი აქტიურობა და შემოქმედებითობა, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საქმის სიყვარული ყველგან და ყველანაირ პირობებში მოგცემს ძალას სიკეთის კეთებისა“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო