
გორის მუნიციპალიტეტის ტირძნისის საჯარო სკოლის დირექტორმა დალი ნასყიდაშვილმა პირველკლასელებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა და უკეთეს სასწავლო პირობებში სწავლის გაგრძელება უსურვა.
„ჩემო ძვირფასებო პირველკლასელებო! გილოცავთ პირველი კლასის დამთავრებას. თქვენ მალე მეორეკლასელები გახდებით და იმოგზაურებთ ქართული სასიტყვეთის იმ ჯადოსნურ სამყაროში, რომელსაც ეზიარებით პირველი კლასის დასრულების შემდეგ... როცა ასე კარგად იცით ქართული ანბანი...
გისურვებთ უკეთეს სასწავლო პირობებში სწავლის გაგრძელებას.
მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და მენატრებით. ჯანმრთელობას, ბედნიერ ბავშვობასა და წარმატებულ მომავალს გისურვებთ ჩემო უსაყვარლესებო, ულამაზესებო და უჭკვიანესებო!“-წერს დირექტორი დალი ნასყიდაშვილი.