
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები პანდემიისა და გადადებული სწავლის პირობებში საინტერესო აქტივობებს ახორციელებდნენ. მოსწავლეებმა ამ პერიოდში ხატვის შესწავლა დაიწყეს.
„ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრები. სულ რამდენიმე თვეა რაც თვითნასწავლმა მხატვარმა, ბელა ლობჯანიძემ სოფელ მირზაანში შექმნა ხატვის წრე. მიუხედავად მცირე დროისა, თქვენ ნათლად ხედავთ სწავლების სტილსაც და შედეგსაც. ჩვენი სკოლის სრული მხარდაჭერა ბელას და მის მოსწავლეებს“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები