„იცინე და იმხიარულე“-წყალტუბოს N1 სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა მშობლიური ენის ონლაინ გაკვეთილები მხიარულად შეაჯამეს
24-06-2020

წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა მხიარულად შეაჯამეს ონლაინ გაკვეთილები მშობლიურ ენაში თემაზე: „იცინე და იმხიარულე“.

თემის ბოლოს მოსწავლეებმა სასაცილო ჩაცმულობისა და ვარცხნილობის ჩვენების დღე მოაწყვეს.

„ბავშვებმა მართლაც სასაცილოდ განასახიერეს მათთვის საყვარელი გმირები. ბევრი იცინეს და იმხიარულეს. ეს იყო მხიარულებისა და სიცილის მზიანი დღე! შედეგად ამ დღეს მოჰყვა მასწავლებლისა და მშობლების გადაწყვეტილება, ბავშვებისათვის მოეწყოთ ექსკურსია და მომხდარიყო ჩვენს პირველ მასწავლებელთან გამომშვიდობება ახალი ვიდეო რგოლით და სხვა სიურპრიზებით...... (კლასის ხელ-ლი ა.ნაფეტვარიძე)“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203