„ნავთობი, ბუნებრივი აირი და ქვანახშირი“-არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა ონლაინ პრეზენტაცია მოამზადეს
24-06-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მე-9 კლასის მოსწავლეებმა: თეკლა კუჭავამ, ლიზი ჩიხლაძემ და ნიკა კუდაკოვმა ქიმიაში (პედაგოგი: ნინო ბენიძე) წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია თემაზე: „ნავთობი, ბუნებრივი აირი და ქვანახშირი“.

„წარმოიდგინეთ დედამიწა ძალიან დიდი ხნის წინ. თბილი და ნოტიო ჰავა, უზარმაზარი, ხის მსგავსი გვიმრებით დაბურული ტყეები...მეცნიერების ვარაუდით, გამხმარი გვიმრების ნაშთები ნიადაგში გროვდებოდა, დროთა განმავლობაში სილითა და თიხით იფარებოდა და თანდათან ქვანახშირად გარდაიქმნებოდა. ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოებიც დიდი ხნის წინ წარმოიშვა, დაახლოებით 100-200 მილიონი წლის წინ, მიკროსკოპული აგებულების ზღვის მცენარეებისა და ცხოველებისაგან”,-ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203