
თბილისის N76 საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი და ტელესკოლის გაკვეთილებსაც ყოველთვის უყურებდნენ.
ბავშვებმა კარანტინის პირობებში საკუთარი ნიჭი კიდევ უფრო წარმოაჩინეს. ერთ-ერთი ასეთი მოსწავლე ანჟელიკა გაბრიელოვია, რომელიც თვითნასწავლი მხატვარია და ლამაზ ნამუშევრებს ქმნის.
„გაიცანით ჩვენი სკოლის პატარა, ნიჭიერი თვითნასწავლი მხატვარი, ანჟელიკა გაბრიელოვი, რომელიც ტელესკოლის დავალებებს დიდი მონდომებითა და ხალისით ასრულებს. პედაგოგი: სოფო გაჩეჩილაძე. წარმატებები ანჟელას!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ნამუშევრები