„ჩვენ ამაყები ვართ, რომ თქვენი მოსწავლეები ვართ“-თბილისის N83 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს
24-06-2020

თბილისის N83 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა სკოლის ადმინისტრაციას და მასწავლებლებს დისტანციური სწავლების დროს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

„ჩვენ 83-ე საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებს გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ყველა პედაგოგს, განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს გაწეული დაუღალავი შრომისა და მზრუნველობისთვის. ჩვენ ამაყები ვართ, რომ თქვენი მოსწავლეები ვართ“, -აღნიშნავენ მოსწავლეები მასწავლებლებისადმი მიძღვნილ ვიდეორგოლში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203