„თქვენი თბილი ჩახუტება ყოველგვარ ჯილდოზე მეტია“-ქუთაისის N37 სკოლის პედაგოგი IV კლასელებს ემოციურად დაემშვიდობა
23-06-2020

ქუთაისის N37 საჯარო სკოლის IV კლასის ხელმძღვანელი თამარ ბერაძე თავის აღსაზრდელებს მე-4 კლასის წარმატებით დასრულებას ულოცავს და მათ წარმატებებს უსურვებს.

„ათასჯერ რომ დავიბადო, ათასჯერვე მასწავლებლის პროფესიას ავირჩევ... ეს სიტყვები ჩემი გულიდან წამოსულია, გულიდან, რომელშიც თქვენ მიზიხართ, ბავშვებო! ოცდარვა მერცხალი - თვალებციმციმა გოგო-ბიჭები. თქვენი გულწრფელი სიყვარული, თქვენი თბილი ჩახუტება ყოველგვარ ჯილდოზე მეტია. თქვენ საქართველოს მომავალი ხართ! მჯერა, რომ ყველა კეთილი ოცნება და სურვილი შეგისრულდებათ. უფალი ძალას მოგცემთ, ცხოვრების რთულ ბილიკებზე თავაწეულებმა ღირსეულად იაროთ. მე კი ვიამაყებ იმით, რომ თქვენს აღზრდაში სიკეთის ერთი მარცვალი მაინც ჩავდე...უზომოდ მიყვარხართ, პატარა საოცრებებო, თქვენ მუდამ ჩემს გულში იქნებით“,-წერს პედაგოგი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203