
ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს და ჩანაფიქრების ასრულებას უსურვებს.
„პირველ რიგში გზას დავულოცავ ყველა აბიტურიენტს და წარმატებებს ვუსურვებ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიუხედავად ჩემი სკოლის აბიტურიენტებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ, ღირსეულად შეხვდნენ ამ გამოწვევას, დისტანციურად აგრძელებდნენ გამოცდებისათვის მზადებას. მინდა ვუსურვო თავიანთი ჩანაფიქრების, ოცნებების ასრულება. მჯერა, რომ ყველა აბიტურიენტი თავის სიტყვას იტყვის და წარმატებით ჩააბარებს ეროვნულ გამოცდებს. კიდევ ერთხელ წარმატებები მათ“,- აღნიშნავს ლიანა ბოლქვაძე.