„ჩვენი ერთად ყოფნის ოთხწლიანი წიგნის ფურცლები“-ძველი ანაგის საჯარო სკოლის პედაგოგმა IV კლასელები დისტანციურად გააცილა
24-06-2020

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ძველი ანაგის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებს პედაგოგი ლია ჯალიაშვილი დისტანციურად გამოემშვიდობა და მოსწავლეებს ერთად გატარებული წლები ვიდეორგოლით გაახსენა.

„ჩემს შესანიშნავ ათეულს ვულოცავ IV კლასის დამთავრებას! დაგილოცავთ გასავლელ გზებს ჩემო კარგებო, ყოჩაღებო, აქტიურებო, ენერგიულო, გონიერო და საყვარელო ბავშვებო! რამდენი ბედნიერი წუთი გაგვიტარებია ერთად, ერთად გვიგემია წარმატების სიხარული თუ წარუმატებლობის სიმძიმე. არ დაგავიწყდეთ, რომ იყოთ სიყვარულის, მეგობრობის, ერთგულების უანგარო მსახურები! წარმატებით გევლოთ წინ, სულ მაღლა და მაღლა! გახსოვდეთ, არასოდეს შეუშინდეთ სირთულეებს. არაფერია ცხოვრებაში დაუმარცხებელი.

მიყვარხართ და გეფერებით! თქვენი ლია მასწავლებელი!

P.S. ჩვენი ერთად ყოფნის ოთხწლიანი წიგნის ფურცლები“,-წერს პედაგოგი ლია ჯალიაშვილი და მოსწავლეებს ვიდეორგოლით ემშვიდობება.

იხილეთ ვიდეო



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203