ნიგვზარის საჯარო სკოლის მოსწავლე ნათია ლაბაძეს პროექტში - „კოგნიტიო-ელჩები“ მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა
23-06-2020

საჩხერის მუნიციპალიტეტის ნიგვზარის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ნათია ლაბაძე მონაწილეობს პროექტში „კოგნიტიო-ელჩები“. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების პროექტთან „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ და სტუდენტურ საინიციატივო ჯგუფთან- „მეტი ევროპა მთაში“ თანამშრომლობით და მიზნად ისახავს მოსახლეობის სამოქალაქო ცნობიერების გაზრდას ევროატლანტიკური სივრცის შესახებ.

დირექტორის ინფორმაციით, ნათია სრულად დაესწრო ტრენერთა ტრენინგებს და აქტიურად ითანამშრომლა პროექტის ჯგუფთან, რისთვისაც მიენიჭა კოგნიტიოს ელჩის სტატუსი და სამახსოვრო სერთიფიკატიც მიიღო.

„ნათი, კიდევ ბევრჯერ გაგვახარე შენი წარმატებული საქმიანობით!“-წერს დირექტორი ინა ბიწაძე სოციალურ ქსელში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203