
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა შვილების აღზრდაში გაწეული წვლილისთვის ყველაზე ენერგიულ, აქტიურ და მზრუნველ დირექტორს მეგი ხუციშვილს, დირექტორის მოადგილეს მანანა არჩვაძეს, კლასის დამრიგებელს ნათელა ანიაშვილსა და სკოლის ყველა პედაგოგს მადლობის სიგელი გადასცეს.
მადლობის სიგელი მშობლებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.
„გილოცავთ სკოლის წარმატებით დამთავრებას, გვიყვარხართ და გვეიმედებით ჩვენი შვილების საკეთილდღეოდ“, - წერენ მშობლები.