
გორის მუნიციპალიტეტის მეღვრეკისის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები XII კლასელებს დისტანციურად გამოემშვიდობნენ და კეთილი სურვილებით გზა დაულოცეს. სკოლის სოციალურ გვერდზე მოსწავლეებისადმი გამოსამშვიდობებელი ვიდეორგოლი გავრცელდა, სადაც თითოეულ მოსწავლის ფოტოს მისთვის მიძღვნილი ლექსი ახლავს თან.
„ჩვენს საყვარელ მეთორმეტე კლასელებს ვულოცავთ სკოლის დამთავრებას! ვუსურვებთ ბედნიერ მომავალს და წარმატებებს ცხოვრების გზაზე. ძალიან გვიყვარხართ ბავშვებო“,-ნათქვამია სკოლის დირექციის განცხადებაში.
იხილეთ ბმული