გოდოგანის საჯარო სკოლის მოსწავლეს, გიორგი ამბროლაძეს კონკურსში გამარჯვებისთვის მაჟორიტარმა დეპუტატმა სტიპენდია დაუნიშნა
23-06-2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის, გოდოგანის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე გიორგი ამბროლაძე თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ჩატარებულ კონკურსში - „გააცანი საქართველო მსოფლიოს“ მონაწილეობდა. კონკურსზე მოსწავლემ თემაზე - „მწიგნობრობა“ პრეზენტაცია წარმოადგინა. გიორგი ამბროლაძეს სხვა გამარჯვებულ მოსწავლეებთან ერთად მაჟორიტარი დეპუტატ ელგუჯა გოცირიძის სახელობის სტიპენდია დაენიშნა.

„სიკეთის კეთება ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია, სიკეთის მარცვალი თითოეულ ადამიანშია, მთავარია მისი გაღვივება, რაც თვითონ პიროვნებაზეა დამოკიდებული. ასეთი სიკეთის კეთებით გამოირჩევა ჩვენი რაიონის დეპუტატი ბატონი ელგუჯა გოცირიძე ის განსაკუთრებული პატივისცემით არის გამსჭვალული მომავალი თაობის მიმართ, რომელიც ჩვენი ქვეყნის საიმედო დასაყრდენს წარმოადგენს. მისი ინიციატივით და მხარდაჭერით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა და დაფინანსდა. მიმდინარე სასწავლო წელს თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა ჩაატარა კონკურსი „გააცანი საქართველო მსოფლიოს“ მასში მონაწილეობა მიიღო თერჯოლის მუნიციპალიტეტის სკოლებმა მათ შორის გოდოგნის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ გიორგი ამბროლაძემ , რომელმაც წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე „მწიგნობრობა“ გიორგი ამბროლაძეს სხვა გამარჯვებულ მოსწავლეებთან ერთად დაენიშნა ბატონი ელგუჯა გოცირიძის სახელობის სტიპენდია.

გოდოგნის საჯარო სკოლა ამაყია რომ ჰყავს დეპუტატის სტიპენდიანტი მოსწავლე და მადლობას ვუხდით ბატონ ელგუჯას ამ კეთილშობილური საქმისათვის, მადლობა თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ასეთ ინოვაციური პროექტის განხორციელებისათვის. სიკეთე არასოდეს იკარგება და ქრება!!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203