„დავემშვიდობეთ 2019-2020 სასწავლო წელს“ - ნახუნაოს საჯარო სკოლის დირექტორმა და დამრიგებლებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცეს
23-06-2020

2019-2020 სასწავლო წელი ოფიციალურად დასრულდა. მიმდინარე წელი კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, გამორჩეული იყო თავისი გამოწვევებით, დისტანციურ რეჟიმში გადატანილი სასწავლო პროცესით - სკოლების და პედაგოგების სამაგალითო თავდადებით. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის დირექტორმა გერასიმე კიკალიშვილმა და კლასის დამრიგებლებმა მესენჯერის საშუალებით სკოლის მოსწავლეებს ერთობლივი გამოსამშვიდობებელი ტექსტი გაუგზავნეს:

„მიილია კიდევ ერთი სასწავლო წელი, რომელიც განსხვავდებოდა სხვა სასწავლო წლისგან, ვიყავით ონლაინ რეჟიმზე გადასულები და გიწევდათ სახლის პირობებში სასკოლო ცხოვრების გაგრძელება, რაც თქვენთვისაც და მასწავლებლებისათვის იყო გამოწვევა, ეს გამოწვევა დაძლეულია და მიულოცეს მათ 2019-2020 სასწავლო წლის დასრულება უჩვეულო რეჟიმში კორონავირუსის გამო და უსურვეს 2020-2021 სასწავლო წელს დაუბრუნდნენ სკოლას ჯანმრთელები და მოტივაციით დახუნძლულები, ახალი იდეებით აღსავსენი. გაუფრთხილდნენ თავიანთ ჯანმრთელობას და მათ გარშემო მყოფ ადამიანებს“,- აღნიშნულია სკოლის დირექციის მოწოდებულ წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203