
გორის მუნიციპალიტეტის ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ნაყოფიერად დაასრულეს. მე-6 კლასელებმა მშობლების და მასწავლებლების დახმარებით დისტანციური სასწავლო პროცესი წარმატებით დაძლიეს.
„2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრში გაჩენილმა გლობალურმა პანდემიამ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა ყველა მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი. გორის მუნიციპალიტეტის ზერტის საჯარო სკოლის VIა კლასის მოსწავლეებმა, მშობლებისა და მასწავლებლების დახმარებით, წარმატებით დაძლიეს სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ტექნიკა, იმუშავეს microsoft teams -ში."-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო