
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, დიდი სამსარის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრეს.
მოსწავლეები ანბანს დისტანციურად „დაემშვიდობნენ“. პედაგოგმა ნარინე სარგისიანმა მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ 2019-2020 სასწავლო წელი კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დამთავრება დისტანციურად მოუწიათ.
იხილეთ ვიდეოები