ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მეორეკლასელებისთვის პროექტი -„მოვუაროთ ოთახის ყვავილებს“ განხორციელდა
23-06-2020

ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა დისტანციური სწავლების რეჟიმშიც მოახერხეს კიდევ ერთი სასწავლო - სახალისო-სასარგებლო აქტივობის ჩატარება.

პროექტი- სახელწოდებით - „მოვუაროთ ოთახის ყვავილებს“ - წარმატებით განხორციელდა მოსწავლეების, პედაგოგის, ნანა ზაზაძისა და მშობლების დიდი ძალისხმევით.

მოსწავლეებმა გადარგეს ოთახის ყვავილები და ორი კვირის განმავლობაში უვლიდნენ, რის შემდეგაც უკვე აყვავილებულ მცენარეს ფოტო გადაუღეს და პროგრამა „თიმსის“ მეშვეობით ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203