
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში არსებულმა სამოქალაქო კლუბმა - „ქიაჩი“ მუშაობა განაახლა.
სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში მიმდინარე პროექტის -„იზრუნე გარემოზე, რომ გარემომ იზრუნოს შენზე“ ფარგლებში (18.06.2019) დაიწყო სკვერის გაწმენდითი სამუშაოები.
გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობდა ობუჯის სკოლის ადმინისტრაცია, მოსწავლეები, მასწავლებლები, თემის წარმომადგენლები.
სამუშაოებს გაეცნო სოფლის რწმუნებული თორნიკე კაკაჩია და სოფლის დეპუტატი ბაკური სონგულია.
სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
პროექტს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს.
იხილეთ ფოტოები