
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა ყურადღების ეპიცენტრშია. 19 მაისს გახდა ცნობილი საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული ბლოგების კონკურსის - „ჩვენი ენა ქართული“ შედეგები.
„სიამაყით ვაცხადებთ, რომ საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი სწორედ ჩვენი სკოლის გუნდმა აიღო, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა მეათე კლასის სამი მოსწავლე: ლიზა მაძღარაშვილი, ჯაბა ჯამასპიშვილი და ალექსანდრე ნასრაშვილი.
"სკოლა დიდ მადლობას უხდის მათ შრომისთვის და ასევე მათ ხელმძღვანელს, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, მანანა ყოჩიაშვილს.
დაჯილდოება გაიმართება სექტემბრის თვეში. გამარჯვებულებს პრიზის სახით გადაეცემათ 700 ლარიანი ვაუჩერი ტექნიკის მაღაზიაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად გადადებული სასწავლო წლისა, კარანტინის რეჟიმისა, ამ „ოთხეულმა“ მაინც შეძლო, გაიარა შესარჩევი ეტაპი სკოლაში, რესურსცენტრში, აიყოლია სკოლის სხვა მოსწავლეები, გავიდა თემში და საბოლოოდ მიაღწია მიზანს.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს",-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ გამარჯვებული ბლოგის ბმული.