როგორ შეიძლება შეცვალონ არასასურველი მასწავლებელი მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა?
13-09-2017
თუ არსებობს ისეთი მექანიზმი როგორ შეიძლება შეცვალონ არასასურველი მასწავლებელი მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა? - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გადაცემა ,,იმედის დღეში'' ისაუბრა. 

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, 1ან 2 მშობლის სურვილით მასწავლებელს სკოლიდან ვერ გაუშვებენ

''მშობლები, თუ დაწერენ განცხადებას დირექტორის სახელზე, კონკრეტული დასაბუთებით, რა არ მოსწონთ და რატომ არ მოსწონთ, მასწავლებელი აუცილებლად შეიცვლება. თუ დირექტორი არ ცვლის მასწავლებელს, ჩვენ ჩავერთვებით ამ პროცესში და აუცილებლად მოვაგვარებთ. 10 მშობლის განცხადება საკმარისია ამისთვის, და არა 1 ან 2 მშობლის სურვილი. 1 ან 2 მშობლის სურვილით მასწავლებელს ვერ გავუშვებთ სკოლიდან.''
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203