
2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრში გაჩენილმა გლობალურმა პანდემიამ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა ყველა მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი.
გორის მუნიციპალიტეტის ზერტის საჯარო სკოლის მე-6ა კლასის მოსწავლეებმა, მშობლებისა და მასწავლებლების დახმარებით, წარმატებით დაძლიეს სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ტექნიკა, იმუშავეს microsoft teams -ში.
კლასის დამრიგებელმა, ლუბა დიდებელმა, მოსწავლეებს დაწყებითი საფეხურის წარმატებით დასრულება მიულოცა, სამახსოვროდ ვიდეორგოლი მიუძღვნა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები