პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის დირექტორმა მიხეილ ბიბილაშვილმა XII კლასელებს ლექსი მიუძღვნა
22-06-2020

გორის მუნიციპალიტეტის პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ბიბილაშვილი მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს და საკუთარ ლექსს უძღვნის.

***
ცხოვრების დამთავრდა ეტაპი ისეთი,
საძირკვლად გაჰყვება დანარჩენ ეტაპებს
და თუ სულს აქამდეც სიწმინდით ივსებდით,
კედლებშიც ჩააქსოვთ იმ ძვირფას მეტალებს.
ააგეთ შენობა, ზეცას რომ სწვდებოდეს,
დააბინადრეთ იქ სული უკვდავი.
მსურს, ისე იცხოვროთ, გული რომ გწყდებოდეთ,
ფუჭად თუ გალიეთ გზანი ჯერ უვალი.
გიყვარდეთ სიახლე და არა რუტინა,
თქვენც გახდით საბაძნი, სამაგალითონი,
ეგ სული ვერცხლია, ოქროა, პლატინა
და წმინდად ატარეთ ძვირფასი ლითონი.
ყოველი თქვენგანი მხოლოდ წინ მიიწევს,
მინდა, დაგილოცოთ მისხალნიც გზისანი,
დიდი მთის დალაშქვრა ხვალიდან მოგიწევთ,
დე, აგსრულებოდეთ ნანატრი მიზანი!
მე, როგორც დირექტორი, გიბრძანებთ ყველას,
არ გავაკეთებ რეკლამა-პიარს,
კლასო მეთორმეტე, სწორდი და სმენა!
დიდი მომავლისკენ ნაბიჯით იარ!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203