სვენეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
22-06-2020
გორის მუნიციპალიტეტის, სვენეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. მასწავლებლები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობდნენ და საინტერესო სასწავლო რესურსს აწვდიდნენ. მოსწავლეებიც სასწავლო პროცესში აქტიურად ერთვებოდნენ და ცოდნის და ნიჭის წარმოჩენას ცდილობდნენ. მოსწავლეებს და მასწავლებლებს არც მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა ავიწყდებოდათ. 

მათ შორის პირველი კლასის მოსწავლეებმა აღნიშნეს დედამიწის დღე. მათ გამართეს დისკუსია, თუ რა ზეგავლენას ახდენს ადამიანთა ქმედება გარემოზე, შექმნეს პოსტერები და ნახატები.

„მადლობა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს აღნიშნულ აქტივობაში აქტიური მონაწილეობისათვის“,- აღნიშნავს პედაგოგი ლია საათაშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203