ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის დამამთავრებელი ღონისძიება დისტანციურად გამართეს
22-06-2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვერტყვიჭალის სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის დამამთავრებელი ღონისძიება დისტანციურად გამართეს.
მოსწავლეებმა სასკოლო ცხოვრება და განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს, ლექსები წაიკითხეს და პირველ მასწავლებელს გამოეთხოვნენ.
აღსანიშნავია, რომ 2019-2020 სასწავლო წელი კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დამთავრება დისტანციურად მოუწიათ.