
ბათუმის N18 საჯარო სკოლის დირექტორის რუსუდან დავითაძის ინიციატივით საგნობრივი კათედრები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
საგნობრივ კათედრებს სერტიფიკატები გადაეცათ, მასზედ, რომ გლობალური პანდემიის პირობებში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით გამორჩეული აქტიურობით წარმატებით ჩაერთვნენ დისტანციური სწავლების პროცესში.
სკოლის დირექციამ ასევე კათედრების წევრ პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. მასწავლებლები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობდნენ და საინტერესო სასწავლო რესურსს აწვდიდნენ.
იხილეთ ფოტოები