ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებს მშობლები პანდემიის პერიოდში გაწეული შრომისთვის მადლობას უხდიან
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებს მშობლებმა, პანდემიის პერიოდში გაწეული შრომისათვის, სოციალური ქსელის საშუალებით, მადლობა გადაუხადეს. „დამთავრდა სასწავლო წელი, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, დაუღალავი შრომისთვის ჩვენი შვილებისადმი ზრუნვისთვის, განათლებისთვის ... მინდა თითოეულ, უპირველესად ჩემი შვილების პედაგოგებს, ლიის საჯარო სკოლის დირექციას უღრმესი მადლობა გადავუხადო. აღგიზრდიათ და აღგეზარდოთ საქართველოს და მსოფლიოს საამაყო მოქალაქეები. ჯანი და ჯანმრთელობა თითოეულ თქვენთაგანს, დაილოცოს ყოველი დღე თქვენი ცხოვრებისა. დიდი მადლიერებით და სიყვარულით“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში.
