ჯვარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში გაიმარჯვეს
22-06-2020

ჯვარის N1 საჯარო სკოლის X-XI კლასების მოსწავლეები ჯვარის სათემო განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ - გამარჯვებულები გახდნენ.

სკოლის დირექტორი იზოლდა ჭიჭინაძეა.

ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდნენ ზუკა ქარდავა - გუნდის კაპიტანი, სალომე ქანთარია, ანი მატუა, ნინო რუხაია, იაკობ ქანთარია, ირაკლი სამუშია.

ღონისძიება ჩატარდა პროექტის -  „ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს თემზე" ფარგლებში. ინტელექტუალური თამაშის წამყვანი იყო ჯვარის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული, სათემო განათლების ცენტრის აქტიური თანამშრომელი, ნუგზარ შანავა. კონკურსი ჩატარდა დისტანციურად, Zoom-ის პლატფორმაზე. 

„ჯვარის სათემო  განათლების ცენტრი (დირექტორი: მაია ჭანტურია), რომელიც ფუნქციონირებს 2010 წლიდან, მუდმივად ზრუნავს მოსწავლეების ინტელექტუალურ განვითარებაზე და ძალიან საინტერესო პროექტებს სთავაზობს მათ. ცენტრის ოცი ათასამდე ბენეფიციარს შორის არიან ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ცენტრის მიერ განხორციელებულ აქტივობებში. 

ჯვარის 1-ლი საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის სახელით, ვულოცავ მე-10 კლასის მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებ მომავალ წარმატებებს, ჯვარის სათემო განათლების ცენტრს კი დიდ მადლობას გადავუხდი ჩვენი მოსწავლეების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“,-აღნიშნავს მე-10 კლასის დამრიგებელი ლელა ქუხილავა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203