წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება ვიდეორგოლით აღნიშნეს
22-06-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ იულია კუხალაშვილთან ერთად, სასწავლო წლის დასრულება ვიდეორგოლით აღნიშნეს. სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს დისტანციურ სასწავლო პროცესსა და ღონისძიებებში აქტიურობისთვის.

„როცა ძალიან გიყვარს შენი სკოლა, შენი სკოლის ჰიმნი, ფორმა და როცა კლასის ხელმძღვანელი ინგლისურის მასწავლებელი გყავს.....ამ ლამაზი ვიდეოს შემქმნელი და ავტორი მე-5 კლასის ხელმძღვანელი, ინგლისურის მასწავლებელი იულია კუხალაშვილი და მისი მერცხლები არიან.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მე-5 კლასის მოსწავლეები ყველაზე აქტიურად იყვნენ ჩაბმული არა მარტო დისტანციურ სწავლებაში, არამედ ყველა სასკოლო ონლაინ ღონისძიებებში.

ამიტომ სკოლის დირექცია გიცხადებთ მადლობას კლასის ხელმძღვანელს იულია კუხალაშვილს,მე-5 კლასის მოსწავლეებსა და მშობლებს დაუღალავი მუშაობისათვის და თანამშრომლობისათვის. მე-4 სკოლა ამაყია თქვენით!“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203