
მცხეთის მუნიციპალიტეტის ქსნის საჯარო სკოლის XII კლასელებს მასწავლებლები დისტანციურად გამოემშვიდობნენ და გზა დაულოცეს. მოსწავლეებმა ერთად გატარებული წლების მოგონებები ვიდეოკოლაჟად აქციეს.
„რუსიკოს ბავშვები“ ვემშვიდობებით სკოლას, დიდი სიყვარულით. ყველას დიდი მადლობა იმ დიდი სითბოსთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც სკოლის თითოეულ დღეს გვჩუქნიდით. ძალიან მოგვენატრებით, გვიყვარხართ და გვეამაყებით. ეს კი ჩვენი მოგონებების ამსახველი პატარა ვიდეოკოლაჟი... რამდენიმე წუთში ჩატეული ჩვენი განსაკუთრებული დღეები, ბევრი მოგონება კი კადრს მიღმა რჩება. დიდი სიყვარულით „რუსიკოს ბავშვები“ - წერს მოსწავლე სოციალურ ქსელში და ვიდეოს ავრცელებს.
იხილეთ ვიდეო