ჟახუნდერის საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს დისტანციური სწავლა-სწავლების წარმატებით წარმართვისთვის მადლობას უხდის
22-06-2020

ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის დირექცია მასწავლებლებს და მოსწავლეებს და მათ მშობლებს დისტანციური სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვისთვის მადლობას უხდის.

„ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია, მადლობას უხდის სკოლის თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს, დისტანციური სწავლების წარმატებით განხორციელებისთვის.

იოლი არ იყო ამ გზის გავლა არც მასწავლებლებისთვის და არც მოსწავლეებისათვის, მაგრამ მშობლების აქტიურობით ყველაფერი კარგად დასრულდა. იმედია, სექტემბრიდან ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ სასწავლო პროცესს“,- აღნიშნულია სკოლის წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203