ნიგვზარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანის გაცილების ღონისძიება“ დისტანციურად გამართეს
22-06-2020

საჩხერის მუნიციპალიტეტის ნიგვზარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს და „ანბანის გაცილების ღონისძიება“ დისტანციურად ჩაატარეს.

დირექტორმა პირველკლასელებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა და მათ პედაგოგს მთელი წლის განმავლობაში დაუღალავი შრომისა და თითოეულ მოსწავლეზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.

„მათ პირველ სემესტრში მოასწრეს დამეგობრება არაჩვეულებრივ საკლასო გარემოში. ბევრი საინტერესო ღონისძიებაც გამართეს და დაგვანახეს საკუთარი შესაძლებლობები, თუმცა ვირტუალური ურთიერთობის გამოცდილებაც აქვთ უკვე. დისტანციური სწავლებისას მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაც შეძლეს და ის, რაც სკოლის სააქტო დარბაზის სცენიდან უნდა ეთქვათ ჩვენთვის, საკუთარი ოჯახური გარემოდან, დისტანციურად გაგვიზიარეს.

ქართულ ანბანთან ზიარება უცნაურ, არატრადიციულ გარემოში მოუხდათ, თუმცა დიდი სიყვარულით ეფერებიან დედაენას. სწორედ ეს სიყვარული ყოფილიყოს გზამკვლევი ქართული ლიტერატურის ლაბირინთებში, ჩემო პატარებო! დიდი მადლობა მედეა მასწავლებელს მთელი წლის განმავლობაში დაუღალავი შრომის, თითოეულ მოსწავლეზე ზრუნვასა და სიყვარულისათვის!“- წერს სკოლის დირექტორი ინა ბიწაძე.

იხილეთ ვიდეო 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203