განთიადის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე რომან სურმანიძემ ფილმის - „ჯარისკაცის მამა“ შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოიძია
22-06-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განთიადის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე რომან სურმანიძემ ფილმის „ჯარისკაცის მამა“ შესახებ საინტერესო მასალა მოიძია და თანასკოლელებს გაუზიარა.

„ჯარისკაცის მამა“ გადაღებულია სტუდია „ქართულ ფილმში“ 1964 წელს რეჟისორ რეზო ჩხეიძის მიერ. მთავარ როლს ასრულებს გენიალური სერგო ზაქარიაძე. ფილმს მიღებული აქვს უამრავი პრიზი, მათ შორის „კაპიტოლიუმის იუპეტერი“ რომის საერთაშორისო კინოფესტივალზე, იტალიაში ,1996 წელს.

ფილმში გამოყენებულია ამავე ფილმის სცენარისტის, სულიკო ჟღენტის პირადი ცხოვრების რეალური ამბავი.
სულიკო ჟღენტი 18 წლის იყო, როცა ოჯახის დაუკითხავად ომში მოხალისედ წასულა. ერთი ბრძოლის დროს მძიმედ დაჭრილი ჰოსპიტალში დაუწვენიათ. მამამისს შვილის მოსაძებნად გრძელი და საშიში გზა გაუვლია.

ფილმის ისტორია დაიწყო ერთ მშვენიერ დღეს, კინოსტუდიის ეზოში, სადაც იმ პერიოდში ფილმის „ზღვის ბილიკი“ გადაღება მიმდინარეობდა, მასში სერგო ზაქარაიძეს იღებდნენ. „ჯარისკაცის მამის“ გადაღების იდეა სწორედ მაშინ ჩადენილა.
სერგო ზაქარიაძე ატირებულა, როდესაც წაუკითხავს სცენარის ბოლო ეპიზოდი“,-აღნიშნულია მოსწავლის მიერ მოძიებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203