მასწავლებლის გამოცდაზე მიღებული ქულების შესაბამისი კრედიტები eSchool-ის ბაზაში ეტაპობრივად ისახება
12-09-2017
eScool-ის ბაზაში მასწავლებლის გამოცდაზე მიღებული ქულები და შესაბამისი კრედიტები ეტაპობრივად ისახება, - ამის შესახებ Etaloni.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

''eScool-ის ბაზაში მასწავლებლის გამოცდაზე მიღებული შედეგების ასახვა დაწყებულია, პედაგოგთა ნაწილს უკვე აესახა. ეს პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება,'' - აღნიშნეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის აქტივობები eScool-ის ბაზაში ავტომატურად ისახება. მოქმედ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების შესახებ რაიმე დამატებითი ცნობის აღება არ სჭირდებათ. ცნობის აღება მათთვისაა საჭირო, ვინც მასწავლებლის მოსამზადებელ 60-კრედიტიან პროგრამაზე აბარებს (ცნობა უნივერსიტეტში წარსადგენად სჭირდებათ).
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203