
ახალციხის N5 საჯარო სკოლის VIგ კლასში (დამრიგებელი მარიკა მესხიძე) პლატფორმაზე Ms. Teams განხორციელდა პროექტი „წიგნი ჩემი მეგობარია“.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს წაკითხული მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის სლაიდშოუები, რომლის დახმარებითაც მსმენელებს გააცნეს ქართული და უცხოური ლიტერატურის ავტორები და ნაწარმოების შინაარსები ქართულ და ინგლისურ ენებზე.
პატარა მკითხველები საუბრობდნენ ხმელ წიფელზე, ოთარაანთ ქვრივზე, შერლოკ ჰოლმსზე, ჰარი პოტერზე, განძის კუნძულზე, წრიპა ბიჭზე, გიორგი ბრწყინვალეზე და ა.შ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე, მოადგილეები: ზოია ბალიაშვილი, რიტა კირკიტაძე, მასწავლებლები და მშობლები.
იხილეთ ფოტოები