
გორის მუნიციპალიტეტის, ზერტის საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს დისტანციური სწავლების აქტიურად წარმართვისა და თანამშრომლობისათვის მადლობას უხდის.
„ზერტის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას გიხდით მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს დისტანციური სწავლების აქტიურად წარმართვისა და თანამშრომლობისათვის.
ვიმედოვნებთ, რომ ახალ სასწავლო წელს საინტერესო ინიციატივებით და შემოქმედებით ჩვეულ რეჟიმში განვაახლებთ სასწავლო პროცესს. გისურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნულია სკოლის წერილში.
იხილეთ ვიდეო