
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის N1 საჯარო სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა XII კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და გზა დაულოცეს.
„ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებო, გილოცავთ საშუალო სკოლის დამთავრებას.
ვერ წარმოვიდგენდით, რომ თქვენთვის ბოლო ზარის მოლოცვა და სკოლიდან გაცილება დისტანციურ რეჟიმში მოგვიხდებოდა, მაგრამ ეს არის რეალობა...
წარმატებული და ბედნიერი მომავალი გვინდა გისურვოთ ყველას... ჩვენთვის, თითოეული მასწავლებლისათვის მნიშვნელოვანია თქვენი ხვალინდელი დღე-მოულოდნელობითა და წინააღმდეგობებით აღსავსე სამყაროში არსებული პრობლემების მედგრად გადალახვა, პროფესიული დაოსტატება, საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება, მთავარი და უმთავრესი ცხოვრების ბოლომდე ადამიანად დარჩენა, რასაც, იმედი გვაქვს, შეძლებთ, შეძლებთ, რადგანაც თქვენ მყარ ნიადაგზე და ტრადიციებზე ხართ აღზრდილნი. დაგვილოცნიხართ...სიყვარულისა და სიკეთის გზით გევლოთ“-წერია სკოლის ინფორმაციაში.