
ანანო ჯანჯღავა დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის IX კლასის წარმატებული მოსწავლეა. გასულ სასწავლო წელს მან ეროვნულ საგანმანათლებლო პროექტ ეტალონის მიერ გამართულ ინტელექტუალურ კონკურსში ჯერ სასკოლო საფეხურზე მოიპოვა გამარჯვება, ხოლო შემდეგ, მუნიციპალურ ეტაპზე მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ამჯერად კი, აღსანიშნავია, რომ ანანო გაეცნო მსოფლიო კლასიკური ლიტერატურის არაერთ ნაწარმოებს. ესენია:
1. „ოდისეა“(ჰომეროსი);
2. „ვეფხისტყაოსანი“(რუსთაველი);
3. „თეთრი ეშვი“(ჯეკ ლონდონი);
4. „ბუზთა ბატონი“ (უილიამ გოლდინგი);
5. „ოტელო“ (შექსპირი);
6. „მაკბეტი“ (შექსპირი);
7. „მეფე ლირი“ (შექსპირი).
„ანანოს მასწავლებლები მოწესრიგებულ, ნიჭიერ, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, მოტივირებულ და კორექტულ მოსწავლედ ახასიათებენ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები