„ტრადიციული ფორმიდან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მაქსიმალურად ორგანიზებულად მოხდა“ -დაბაძვლის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია სასწავლო წელს აფასებს
19-06-2020
2019-2020 სასწავლო წელი ოფიციალურად დასრულდა. მიმდინარე წელი კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, გამორჩეული იყო თავისი გამოწვევებით, დისტანციურ რეჟიმში გადატანილი სასწავლო პროცესით - სკოლების და პედაგოგების სამაგალითო თავდადებით. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის დაბაძვლის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია დისტანციური სასწავლო წლის პერიოდში განხორციელებულ აქტივობებს წარმოგვიდგენს.

„ყველესათვის და მათ შორის ჩვენთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა დისტანციური სწავლება.

მიუხედავად მრავალი სირთულისა, ტრადიციული ფორმიდან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის პროცესი მაქსიმალურად ორგანიზებულად მოხდა. განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო მაქსიმალურად აძლიერებდა დისტანციური სწავლების მეთოდებზე მუშაობას, საჯარო სკოლებისთვის არსებული გამოწვევების დასაძლევად უამრავი საშუალება შეიქმნა, რაც მასწავლებლებისთვის განვითარების შესაძლებლობაა. შეიქმნა უამრავი პლატფორმა და ონლაინ სივრცე, სადაც მოხალისე ტრენერები სრულიად უანგაროდ, კვალიფიციურ კონსულტაციას უწევდნენ და ამზადებდნენ ჩვენს მასწავლებლებს.

მშობელთა ჩართულობა გაიზარდა, ბავშვები უამრავ სახალისო აქტივობებში ჩაერთვნენ. მოსწავლეებმა მოირგეს სასურველი როლები. მშობლებმა კი გადამღების როლი.

გთავაზობთ დაწყებითი საფეხურის ვიდეოკოლაჟს და მე-4 კლასის მოსწავლის, ანი კეჭეხმაძის პოეზიას.

მადლობა მინდა გადავუხადო izrune.ge-ს, რადგან  ის ზრუნავს მოსწავლეებზე, ახალისებს დიპლომებითა და სიგელებით, რაც კიდევ უფრო მოტივირებულს ხდის მოსწავლეს“,-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეოები



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203