ზემო ქედის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ, იმედა მიგრიაულმა izrune.ge -ს მეთოთხმეტე დიპლომი მოიპოვა
19-06-2020

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო ქედის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

იმედა მიგრიაული სულმოუთმენლად ელოდებოდა „სიბრძნის ხუთშაბათის“ ტესტის გავლას ღამის 12 საათზე. ტესტის გააქტიურებისთანავე კი ბრწყინვალედ შეასრულა და გენიალური ქართული ენის სიტყვის მარაგი შეივსო. ტესტის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთხელ სიამაყით გახსნა მეთოთხმეტე წარმატების დიპლომი, სურათი გადაიღო, გამოგვიგზავნა და ბედნიერმა დაიძინა.

გაიცანით, იამაყეთ და გაიზიარეთ დედოფლისწაყროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N2 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის საამაყო მოსწავლის იმედა მიგრიაულის წარმატება და მისი ოჯახის სიხარული

„იმედა უკვე ორი წელია გადის izrune.ge-ს ტესტებს. ძალიან უყვარს და ამაყია რომ არის თქვენი გუნდის წევრი. ჩვენც, მთელი ოჯახი მოხარულები ვართ ამით. იმედას ყველაზე მეტად მოსწონს კითხვები გრამატიკიდან და სულმოუთმენლად ელოდება ახალი ტესტების დადებას.“ - მზრუნველი ოჯახი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203